მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ყოვლად აღმაშფოთებელია ის მცდელობა, რომ ასე უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ყოვლად აღმაშფოთებელია ის მცდელობა, რომ ასე უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს

იმედი|imedinews.ge

ყოვლად აღმაშფოთებელია ის მცდელობა, რომ ასე უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მახაშვილის თქმით, პირდაპირ არის გათვლა საზოგადოებრივი სხეულის დარღვევაზე.

„ყოვლად აღმაშფოთებელია ის მცდელობა, რომ ასე უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს, მაგრამ პოლიტიკური სეგრეგაციით ცდილობენ უფრო მეტად როგორც საზოგადოების ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ასევე საზოგადოების მათ მიერვე არჩეულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას.

გამიჭირდება, ამაზე უფრო უხეში საგარეო ჩარევის კონკრეტული მაგალითი მოვიტანო არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში, როდესაც პირდაპირ ცდილობენ საზოგადოების ჯგუფების აბუნტებას.

საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს რისკენ მიჰყავს [პროცესი] - პირდაპირ არის გათვლა საზოგადოებრივი სხეულის დარღვევაზე. ეს ძალიან საშიში განაცხადია. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ძალიან ხმამაღლა განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხზე გავამახვილეთ. ეს არ არის ერთი რიგითი პოლიტიკური მცდელობა საზოგადოების დაპირისპირების. ეს არის ძალიან საშიში უცხოური ჩარევის მაგალითი, რომელიც პირდაპირ არის გათვლილი საზოგადოების დაპირისპირებაზე და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დაპირისპირების შემოტანაზე“, - აღნიშნა მან.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ასევე საუბარია ტელეკომპანიების, მათ შორის „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებზე.

გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი