მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის
ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

იმედი|imedinews.ge

რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.

მახაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დასახელება ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ამ პარტიას არანაირი რესურსი აღარ დარჩა კონსტრუქციულ პოლიტიკურ ველზე დასარჩენად.

„რამდენიმე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ მთელი ამ პროცესიდან. ყველა ხედავს რაც იქნება ამ პროცესის დასასრული. უბრალოდ, რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ეტაპზე, შიდა პარტიული დაპირისპირებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე. პირველი არის ის, რომ ბევრი ლამაზი სიტყვის თუ შეფასების მიღმა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და ამ ბელადომანიით შეპყრობილი პარტია, რა პარტიული უჯრედებიც დარჩა. მეორე, ჩვენ ასევე ვნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარედ წამოყენების ინიციატივაც. ესეც ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ამ პარტიას არანაირი რესურსი აღარ დარჩა იმის, რომ კონსტრუქციულ პოლიტიკურ ველზე დარჩეს. ამ გადაწყვეტილებით პარტიამ სამუდამოდ გადაინაცვლა რადიკალიზაციის გზაზე და არანაირი პერსპექტივა, რომ უკან მობრუნდეს კონსტრუქციულ პოლიტიკაში, აღარ არსებობს.

ამიტომ, საზოგადოებას შეუძლია დასკვნები გამოიტანოს. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის დაპირისპირება კონკრეტული სკამებისთვის, კონკრეტული ძალაუფლებისთვის. ეს არის დაპირისპირება იმისთვის, რომ დაანახონ გარე პატრონებს, მფარველებს, რომ ისინი იმსახურებენ უპირველეს ყოვლისა ფინანსურ, პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის მხარდაჭერას. რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები გულდასაწყვეტია. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ერთ დღეს განახლებული ნდობით მანდატი მისცეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საპირისპირო შინაარსის განცხადებები წაიკითხა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი