
ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს
იმედი|imedinews.ge
საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაეროს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის შემდგარ საუბართან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის იზრდება ის სფეროები, სადაც ურთიერთობები ვითარდება.
„უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ორივი მხრიდან არსებობს მზადყოფნა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ასეთი პოზიტიური ტენდენციით განვითარდეს და საბოლოო ჯამში, როდესაც იქნება ამის დრო და ფორმატი, ეს ყველაფერი გადავიდეს სტრატეგიულ პარტნიორობაში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge