მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ცენტრალურ აზიის სატრანსპორტო დერეფანზე: საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება
ლევან მახაშვილი ცენტრალურ აზიის სატრანსპორტო დერეფანზე: საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება

იმედი|imedinews.ge

ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, რომ საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ცენტრალურ აზიის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას.

მან ტაჯიკეთში პრემიერის ვიზიტი შეაფასა. მახაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონი უზარმაზარი პოტენციალის მქონეა და ეს რეგიონი მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად საიმედო გზებს ეძებს. იგი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ერთადერთი სტაბილური გასასვლელი მსოფლიო ბაზრებზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონზე, ვგულისხმობ, ცენტრალურ აზიას, რომლის საერთო ეროვნული შემოსავალი არის ნახევარი ტრილიონი დოლარი და 85 მლნ ადამიანი, ანუ უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონი, რომელიც ეძებს გასასვლელს, საიმედო გზებს მსოფლიო ბაზრებზე. ყველა მისი გზა, რომელიც გადის მსოფლიო ბაზრებზე არის ან დაკეტილი, ან სერიოზული დაპირისპირების ქვეშ. საქართველო არის ერთადერთი სტაბილური გასასვლელი მსოფლიო ბაზრებზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტია არა მხოლოდ ტაჯიკეთთან, რომელშიც ვიზიტი ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, არამედ რეგიონის სხვა წევრებთან - თურქმენეთთან, ყირგიზეთთან, უზბეკეთთან, ყაზახეთთან და სხვებთან, ჩვენ საერთო ძალებით, ფაქტობრივად, ვაშენებთ მომავლის, საიმედო, ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო გზას“, - განაცხადა მახაშვილმა.

მან ბრიუსელის სტრატეგია სირაქლემის პოზაში ყოფნას შეადარა, რომ თითქოს საქართველო გეოგრაფიულად ამ რუკაზე არ არსებობს, სხვა ალტერნატივების ძიებამ კი ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა - თუ რამდენად კომპეტენტურია ის გადაწყვეტილებები, გეგმები, რაც გულისხმობს საქართველოს გვერდით გაწევას.

„რა თქმა უნდა, ეს არის არარეალური, მით უმეტეს, რასაც ჩვენ ვხედავთ ირანში ომის დასტაბილურებასა და ასე შემდეგ. საერთო ჯამში, ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, რომ საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება. რაც მთავარია, ამ სავაჭრო გზის მშენებლობა არ არის რაღაც მომავლის იდეა, არამედ უკვე მიმდინარე იდეაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე აქვს გავლენა“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს მზარდ ეკონომიკას, ბიუჯეტს და სარგებელს თითოეული მოქალაქისთვის.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?

ბიძინა გიორგობიანი: რუსეთი ომშია იმ ქვეყანასთან, რომელსაც გაუღო მოლაპარაკებები ევროკავშირმა, ფაქტობრივად, ევროკავშირი შედის რუსეთთან ომში და მე რატომ მეპატიჟებიან იმ ომში?

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი ჰერმან საბოს: 50 ათასი ადამიანი პარტიის მეშვეობით, სექტის საშუალებით დეზერტირად აქციეთ. ადამიანებს ეუბნებით, რომ სამშობლოს კი არ უნდა ემსახუროთ, უნდა ნახოთ გზა, რომ სამშობლოში არ იმსახუროთ, სამშობლოსთვის არ იმსახუროთ

ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა

ჰერმან საბო: ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა

იმედი

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე: ევროკავშირში ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე: ევროკავშირში ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც

იმედი