მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მეხუზლა: სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა ბუნებრივი ღვინისა
ლევან მეხუზლა: სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა ბუნებრივი ღვინისა

ლევან მეხუზლა: სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა ბუნებრივი ღვინისა

იმედი|imedinews.ge

2027 წლის 1 თებერვლიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა. 2017 წლიდან, სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარებოდა საექსპორტო ღვინოები, ასევე საექსპორტო და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები. კანონში შესული ცვლილებით, დეგუსტაციას დამატებით დაექვემდებარა ადგილობრივი ბაზრისთვის სარეალიზაციო სხვა კატეგორიის ღვინოები, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. კანონპროექტის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“. ბუნებრივი ღვინო მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით, სადაც დაუშვებელია ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/ლ-ს;

„საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას. ყველა ღვინო, რომლის რეალიზაცია ხდება საქართველოს ბაზარზე, ან საზღვრებს გარეთ, უნდა იყოს თავისუფალი ღვინის ზადებისგან. რაც შეეხება კანონში გამონაკლისს, ბუნებრივი ღვინო არის ძალიან თვითმყოფადი ნიშური ღვინო, რომელიც თავისი ბუნებიდან და დაყენების მეთოდიდან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ თავისებურებებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი