მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მოსეშვილი: ამბროლაურში 26 მაისს ავიაციის თემატიკის მრავალფეროვანი სივრცე მოეწყობა
ლევან მოსეშვილი: ამბროლაურში 26 მაისს ავიაციის თემატიკის მრავალფეროვანი სივრცე მოეწყობა

ლევან მოსეშვილი: ამბროლაურში 26 მაისს ავიაციის თემატიკის მრავალფეროვანი სივრცე მოეწყობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს 26 მაისს ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, ავიაციის თემატიკის მრავალფეროვან სივრცეს მოაწყობს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, ღონისძიება 11:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება და ვიზიტორებს მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს.

„წელს ისტორიულად დაემთხვა, რომ საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი გავიდა და ჩვენც სწორედ ამ თემატიკის გარშემო ვიქნებით რაჭაში - საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში. ღონისძიება ამბროლაურის ბულვარში გაიმართება და, რა თქმა უნდა, ავიაციის თემატიკას დაეთმობა. გვექნება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის, რეკრეაციული სივრცე, მასტერკლასები და სხვა აქტივობები,“ - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

მისი თქმით, აეროპორტები ყოველთვის მხარში უდგას ქვეყნის პოპულარიზაციას, დარგის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ,,26 მაისს გვსურს თითოეულ ვიზიტორამდე მივიტანოთ გზავნილი, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ერი“,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

ლევან მოსეშვილის თქმით, ამბროლაურში მოეწყობა ავიაციის თემატიკის შემეცნებითი სტენდი, საბავშვო და გასართობი სივრცეები, ასევე წარმოდგენილი იქნება თვითმფრინავის სიმულაციური გამოცდილება, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი