მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან რატიანი გორის ინციდენტის დროს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობაზე: კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს შეეთავაზა მონიტორინგის მიზნით დაკვირვება დინამიკაში და ჰოსპიტალიზაცია
ლევან რატიანი გორის ინციდენტის დროს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობაზე: კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს შეეთავაზა მონიტორინგის მიზნით დაკვირვება დინამიკაში და ჰოსპიტალიზაცია

იმედი|imedinews.ge

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია, სადაც გვიან ღამით მოათავსეს.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„ჩატარებული კვლევა მოიცავდა თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე, ყველა დარგის სპეციალისტების კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების კონსილიუმი. პაციენტთან ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, არ ვლინდება. პაციენტს შეეთავაზა მონიტორინგის მიზნით დაკვირვება დინამიკაში და ჰოსპიტალიზაცია. იმყოფება ნევროლოგიურ დეპარტამენტში. დაყოვნების მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ შემდგომი მონიტორინგი. ვინაიდან ის აღნიშნავს, რომ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, ასევე, გულისრევის შეგრძნება, ჩვენ კლინიკაში ამ წუთამდე გულისრევის შეგრძნება, ღებინება არ ყოფილა, მაგრამ რადგანაც არის ასეთი მდგომარეობა, პაციენტი მონიტორინგისთვის, შემდგომი დაკვირვებისთვის იმყოფება ნევროლოგიურ განყოფილებაში“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, დაკვირვების შემდეგ თუ არ გამოვლინდა ჯანმრთელობის გაუარესების ეპიზოდები, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი