მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს

ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს

იმედი|imedinews.ge

ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს.

როგორც ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, სეიმმა დაიწყო ხუთი საკანონმდებლო შესწორების განხილვა, რომელიც დეზინფორმაციის, აგრესიული ომის პროპაგანდის კრიმინალიზაციას და ე.წ. SIM-ფერმების გამოყენების აღკვეთას ითვალისწინებს.

შესწორებების ავტორის, კონსერვატორ დაივა ულბინაიტეს განცხადებით, ეს საკანონმდებლო პაკეტი „ქვეყნის საინფორმაციო ფარის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია“.

პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის შესწორება, რომლითაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება მტრული სახელმწიფოს საინფორმაციო საქმიანობისთვის, ასევე აგრესიული ომის საჯარო წაქეზების, გამართლების ან პროპაგანდისთვის. ამ დანაშაულებისთვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წლამდე ვადით.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჯარიმა 200-დან 3 000 ევრომდე იქნება. ასევე იგეგმება პასუხისმგებლობის დაწესება ავტომატიზებული „SIM-ფერმების“ გამოყენებისთვის. ესაა სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც დიდი რაოდენობით SIM-ბარათებს იყენებს ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების გადამისამართების ან მიღებისთვის, რაც დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით ხდება.

„ეს მოწყობილობები ფართოდ გამოიყენება თაღლითობისთვის, ყალბი შეტყობინებების გასავრცელებლად, ავტომატიზებული მანიპულაციებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებისთვის“, – ამბობს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი.

ამასთან, შესწორებების მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილების გაფართოება, რათა უწყებას შეეძლოს პლატფორმებისთვის მითითებების მიცემა საშიში ინფორმაციის წაშლის ან მასზე წვდომის დაბლოკვის შესახებ.

ცვლილებები ასევე შევა ინფორმაციული საზოგადოების სერვისების შესახებ კანონშიც, რაც სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპლატფორმებს, სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით, ინფორმაციის წაშლას ან მასზე წვდომის შეზღუდვას დაავალდებულებს. შესწორებების წარდგენის შემდეგ მას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, შვიდი წინააღმდეგ წავიდა, 13-მა თავი შეიკავა. ამის შემდეგ პროექტებს კულტურის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე სამართლისა და მართლწესრიგის კომიტეტები განიხილავენ.

გარდა ამისა, ლიეტუვის სეიმში შეიქმნა დროებითი საპარლამენტო ჯგუფი დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ქვეყნის საინფორმაციო მდგრადობის გაძლიერებისთვის. კულტურის სამინისტროში კი მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც დეზინფორმაციასა და მანიპულაციებთან ბრძოლის გეგმა უნდა შეიმუშაოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს