მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ - მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს
ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ - მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

იმედი|imedinews.ge

გუშინდელი დღიდან მოყოლებული, რაც ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს, ვადევნებ თვალს, თუ როგორ უდუღთ სისხლი და რა ისტერიკაში ვარდებიან კოლექტიური „ნაცები“. ორი დღეა, გამწარებულები იცავენ ამ ორ ლაწირაკს, ამ სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებმაც სრულიად წარმოუდგენელი სისასტიკის ჯაჭვი შეკრეს, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დაკავებულმა არასრულწლოვანებმა, ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი გაწირეს, ხოლო, ამ ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად, ოპოზიციის წარმომადგენლები მოგვევლინნენ, ვინაიდან, მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი.

,,ამ პერსონებმა საწყალი გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს. მეტიც, მათ ისედაც სადისტური მიდრეკილებების მქონე პირებს ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთეს და პირდაპირ ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ჯოჯოხეთისკენ უბიძგეს. ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, ნორმალური ადამიანი დუმილს მაინც ამჯობინებდა, ესენი კი გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ.

სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია საერთოდ აღარ მიკვირს მათი ეს რეაქცია. როგორ უნდა გაგიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მკვლელების, მოძალადეების და სადისტების გულშემატკივრობა?! ეს ხომ მათი ფუნდამენტური, ბუნებრივი და ორგანული მდგომარეობაა. მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი. თუ სხვის უბედურებაში და სისასტიკეში თუნდაც მცირე საბაბს დაინახავენ, რომ ხელისუფლებას დაარტყან, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენონ და პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დადგებიან ნებისმიერი ჯალათის მხარეს.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად ამტკიცებს ერთ უტყუარ ჭეშმარიტებას: მათი პოლიტიკური დნმ, მათი მთავარი იდეოლოგია თავიდან ბოლომდე მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და ავადმყოფურ სადიზმზეა დაფუძნებული. მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს, ეს არის მათი რეალური, შეულამაზებელი სახე, რომელსაც ვერანაირი ლოზუნგებით ვერასდროს გადაფარავენ!“ - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ - ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე, ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის

ვაჟა სირაძე: სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მაგალითისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტები დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012 წლამდე პერიოდში

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ პაპიძე მარიამ მეყანწიშვილის შეურაცხყოფისთვის სამართალდამრღვევად ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ პაპიძე მარიამ მეყანწიშვილის შეურაცხყოფისთვის სამართალდამრღვევად ცნო

იმედი