მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიზა გეგეჭკორი: წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები - მისასალმებელი ტენდენციაა, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ
ლიზა გეგეჭკორი: წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები - მისასალმებელი ტენდენციაა, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ

იმედი|imedinews.ge

ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და საჯარო სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვის გამო კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, წლების განმავლობაში, რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას ცდილობდნენ, ახლა კი, საკუთარი მოსაზრება ყველამ ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს, ვინაიდან, თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.

„წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას. ეს არ იყო უბრალოდ განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების, ფსიქოლოგიური ტერორისა და მორალური ლინჩის მიზანმიმართული მცდელობები. იქმნებოდა ისეთი აუტანელი ფონი, რომ ხშირად იძულებული ხდებოდი, ამ ორგანიზებულ აგრესიაზე საპასუხო რეაქცია გქონოდა, რასაც საბოლოოდ გაუთავებელ ვირტუალურ ომებამდე მივყავდით. თუ ვინმეს პოლიტიკური მარცხი, პირადი ბოღმა ან შინაგანი აგრესია ახრჩობს და საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ციფრული ტერორის მოწყობის ნაცვლად, შეუძლია შესაბამის დაწესებულებებს და ფსიქოლოგებს მიმართოს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სირცხვილი არ არის. წესი კი ყველასთვის ერთი და ძალიან მარტივია: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საკუთარი მოსაზრება ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს. თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს. ხოლო თუ ვინმეს მაინც ძალიან ეხალისება ბოღმის ნთხევა და საკუთარი არაადეკვატურობის საჯაროდ დემონსტრირება, კი ბატონო, გააგრძელონ და იხადონ სოლიდური ჯარიმები. იქამდე არაფერი გეტკინოთ, ჩვენ მაგაზე ნამდვილად არ ვიდარდებთ, სახელმწიფო ბიუჯეტსაც წაადგება და სოციალური ქსელიც გაიწმინდება!" - წერს გეგეჭკორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი