მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლონდონში 1871 წლის შემდეგ პირველად მთელი თვე არ უწვიმია
ლონდონში 1871 წლის შემდეგ პირველად მთელი თვე არ უწვიმია

ლონდონში 1871 წლის შემდეგ პირველად მთელი თვე არ უწვიმია

იმედი|imedinews.ge

ლონდონში 1871 წლის შემდეგ პირველად გაიარა კალენდარულმა თვემ, რომლის განმავლობაშიც ქალაქში ნალექი არ მოსულა. ივლისში ქიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღში მდებარე მეტეოროლოგიურმა სადგურმა წვიმა საერთოდ ვერ დააფიქსირა.

ქალაქის ზოგიერთ რაიონში ივლისში ხანმოკლე წვიმა მაინც იყო. „თუმცა საერთო სურათი ნათელია. ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც დედაქალაქს წლის დიდ მონაკვეთებთან გამკლავება წვიმის არცერთი წვეთის გარეშე მოუწევს, ლონდონი კი ასეთი სიტუაციისთვის გათვლილი არ ყოფილა“, - წერს გამოცემა London Centric-ი.

ამასთან, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს კვირებში უხვი და ხანგრძლივი წვიმების ნიშნებს ვერ ხედავენ.

სიცხე და ნალექის ნაკლებობა თითქმის მთელს ევროპაში შეინიშნება. ნიდერლანდებში გვალვის გამო არხები გადაკეტეს. ევროკავშირის უდიდეს მდინარეში - დუნაიში წყლის დონემ კრიტიკულად დაბალ ნიშნულამდე დაიწია, რის გამოც უნგრეთში, „პაკშის“ ატომურ ელექტროსადგურზე, რამდენიმე ენერგობლოკის მუშაობა შეჩერდა. მოლდოვაში დნესტრის დაშრობის გამო სასმელი წყლის მოხმარება შეზღუდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

იმედი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

იმედი

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

იმედი

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი