მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მადონამ მინი-ფილმი გამოუშვა, რომელშიც მის ახალ ალბომში შესული სიმღერები წარადგინა
მადონამ მინი-ფილმი გამოუშვა, რომელშიც მის ახალ ალბომში შესული სიმღერები წარადგინა

მადონამ მინი-ფილმი გამოუშვა, რომელშიც მის ახალ ალბომში შესული სიმღერები წარადგინა

იმედი|imedinews.ge

მადონამ 13-წუთიანი მინი-ფილმი Confessions II წარადგინა, რომელიც თაყვანისმცემლებისთვის ამავე სახელწოდების ახალი ალბომის ერთგვარი თიზერია. ფირფიტის სრულფასოვანი რელიზი 3 ივლისს არის დაგეგმილი.

მოკლემეტრაჟიან ფილმში, გაერთიანებულია მუსიკა, მოდა და კინემატოგრაფია. ვიდეოში ერთდროულად 6 ახალი კომპოზიციის ფრაგმენტის მოსმენაა შესაძლებელი, რომლებიც ალბომში Confessions II შევა. პროექტის რეჟისორი Torso-ა, რომელიც თავისი ექსპერიმენტული ვიზუალური სტილით არის ცნობილი.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მონაწილეთა ვარსკვლავურმა შემადგენლობამ. კადრში ჩნდებიან სუპერმოდელი ქეით მოსი, მსახიობები გვენდოლინ კრისტი, რიჩარდ ი. გრანტი, ოდესა ეზაიონი და ბენედიქტ კამბერბეჩი.

არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოდაც. გადაღებებისთვის ყველა კოსტიუმი იტალიურმა მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ შექმნა, რომელიც დიდი ხანია მსოფლიოს უმსხვილეს ვარსკვლავებთან თანამშრომლობს. შედეგად, მინი-ფილმი მუსიკალური ვიდეოს, მოდის ჩვენებისა და არტ-პროექტის ნაზავს ჰგავს.

თავად მადონასთვის ახალ რელიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სათაური Confessions („აღიარებები“) IIპირდაპირ მიანიშნებს მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომზე - Confessions on a Dance Floor. ბევრი თაყვანისმცემელი ახალ პროექტს უკვე უწოდებს იმ ეპოქის თავისებურ გაგრძელებას, რომელმაც მომღერალს მსოფლიო ჰიტები და პოპულარობის ახალი ტალღა მოუტანა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი