მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვისთვის პირველი ნაბიჯები უკვე ვიხილეთ. ეს იყო ის ვიზიტები, რომლებიც შედგა
მაია ბითაძე: აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვისთვის პირველი ნაბიჯები უკვე ვიხილეთ. ეს იყო ის ვიზიტები, რომლებიც შედგა

მაია ბითაძე: აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვისთვის პირველი ნაბიჯები უკვე ვიხილეთ. ეს იყო ის ვიზიტები, რომლებიც შედგა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა" ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო დროს ვიზიტებისას გამართული შეხვედრები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ აშშ-ში სწორად აფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მიმართ.

„აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვისთვის პირველი ნაბიჯები ჩვენ უკვე ვიხილეთ. ის ვიზიტები, რაც შედგა, განსაკუთრებით ბოლო ვიზიტი, მეც ვიყავი ერთ-ერთი შეხვედრის დროს და ის საუბრები, რომელიც შედგა ნამდვილად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ნამდვილად ძალიან პოზიტიურია განწყობები და ისინი სწორად აფასებენ იმ სიტუაციას, რომელიც არსებობს საქართველოში, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის მიმართ. თუმცა, აქ ერთმნიშვნელოვნად მარტივი სიტუაცია ჯერ არ არის. სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის კუთხით, როგორიც ამ წუთას ჩინეთთან გვაქვს, მაგალითად. თუმცა, პერსპექტივაში იმ დამოკიდებულებისა, ღირებულებითი თანხვედრის გათვალისწინებით, რაც საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ის ხელისუფლებას, ტრამპის ადმინისტრაციას აქვს, ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ შესაძლებელია გადაიტვირთოს ურთიერთობები და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან“, - აღნიშნა ბითაძემ.

მისივე თქმით, აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადება არაერთხელ გაუკეთებია და ამისთვის მზაობა ხელისუფლებას არაერთხელ დაუფიქსირებია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში