მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები
მაკა ბოჭორიშვილი: ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები

იმედი|imedinews.ge

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სამ ქვეყანას შორის პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომლებიც არა მარტო საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.

„დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივები.

ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობასა და ნდობას.

თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვის, კულტურულ, ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა იმართება. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.

პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი