მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული
მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი|imedinews.ge

ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე. საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ამ პოლიტიკას მივყვებით დღიდან სანქციების დაწესებისა და, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში. ვიცე-პრემიერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის მხარეს მიეწოდება ყველა შესაბამისი ინფორმაცია, რათა ქვეყნის პოზიცია და ფაქტობრივი გარემოებები დოკუმენტურად იყოს წარმოდგენილი. „ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან. საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის მხარეს იმისათვის, რომ ის, რასაც ვსაუბრობთ, დოკუმენტურად იყოს ნაჩვენები, თუკი ეს საჭიროება არსებობს ევროკავშირის მხარის მიერ,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გარკვეული კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში კომპანია ექვსი თვით ადრე იქნა შეყვანილი, თუმცა საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის ინტერესების დასაცავად. „გარკვეულად უცნაურიც არის, 6 თვის წინსწრებით სანქციების სიაში კომპანიის შეყვანა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საკმაოდ მძიმე დისკუსიების შემდეგ ევროკავშირში. ხანგრძლივი იყო ამ პაკეტზე შეთანხმების პროცესი. არაერთი ქვეყნის ინტერესი გამოჩნდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით არ ყოფილიყო კომპანიების ჩამონათვალი ისეთი, როგორიც პირველად შეთავაზებაში იყო და მთელი რიგი ცვლილებები განიცადა ამ პაკეტმა. რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სანქციების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტს მხარი დაუჭირაBM.GE
  • პესკოვის ცოლმა მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართაფორმულა
  • EU სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდანეტგაზეთი
  • სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერის გახსნას რვა სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან - ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენრუსთავი 2
სანქციების →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს