მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები ერთი მხრივ პოლარიზაციაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები ერთი მხრივ პოლარიზაციაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს

იმედი|imedinews.ge

ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ჩვენ ბევრი ვნახეთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები ერთი მხრივ პოლარიზაციაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული იყოს.

„ერთი მხრივ პოლარიზაციაზე გვესაუბრებიან, მეორე მხრივ ყველანაირ მექანიზმსა და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული იყოს, კიდევ უფრო დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ასევე საუბარია ტელეკომპანიების, მათ შორის „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებზე.

გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი