მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: გზავნილები გვესმის, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით
მაკა ბოჭორიშვილი: გზავნილები გვესმის, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით

იმედი|imedinews.ge

გზავნილები გვესმის, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ა.შ. იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩს უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ ეს საკითხი დევს მაგიდაზე. განიხილება ეს საკითხი, მუდმივად გვახსენებენ ამას. წლის ბოლოსთვის თუ ველოდებით გააქტიურებას?“.

მინისტრის თქმით, „ნამდვილად, ეს საკითხი დევს მაგიდაზე და შანტაჟის მექანიზმად ჯერ კიდევ ვალიდურია, რომ გამოიყენებოდეს და გამოიყენება“.

„ეს, რა თქმა უნდა, მათ ხელშია, როდესაც უნდათ ამ მექანიზმს გამოიყენებენ. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს ქართული საზოგადოების მიმართ ევროკავშირის მხრიდან მაშინ, როდესაც სულ სხვაგვარი გზავნილები გვესმის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ა.შ. იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით.

კიდევ ერთხელ, არაერთხელ მითქვამს, რომ ნაკლებად სავარაუდოა. ეს არის შანტაჟის საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმი, მოდით ასე ვთქვათ, ხალხს, საზოგადოების ნაწილს ამით გარკვეულწილად ანერვიულებენ. თუმცა, არ მგონია, რომ ამას, თუნდაც გამოიყენონ ეს მექანიზმი, ის შედეგი ჰქონდეს, რისთვისაც სურთ. ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა საკმაოდ მტკიცე პოზიცია. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, ძალიან ბევრი ზეწოლა იყო გამოყენებული ჩვენს საზოგადოებაზე იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინათ ჩვენი საზოგადოების პოზიციებზე. ვფიქრობ, საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვა“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს - გია ვოლსკირუსთავი 2
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
მხარს →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი