მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: პროგრამა „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება
მაკა ბოჭორიშვილი: პროგრამა „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება

მაკა ბოჭორიშვილი: პროგრამა „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული პროფესიული განვითარების პროგრამის - „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც საგარეო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროგრამა უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოს საერთაშორისო კავშირების გაძლიერება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ გააჩნია და დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება შედარებით რთულია. ინიციატივა ასევე ემსახურება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების უკეთ წარმოჩენას და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მოვიწვიოთ საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, გავაცნოთ ის რეფორმები, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაატარა, რომ მიგვეღწია იმ პროგრესისთვის, რომელსაც მივაღწიეთ და სხვადასხვა მიმართულებით გაეცნონ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, მიიღონ გამოცდილება, ასევე ჩვენ მივიღოთ ერთგვარი ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო პოლიტიკის და პრიორიტეტების წარმართვა. ეს უკვე მეორე პროგრამაა. მასში მონაწილეობა მიიღო ლათინური ამერიკისა და კარიბის რეგიონის ქვეყნების ოცზე მეტმა წარმომადგენელმა და ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დიპლომატიური კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს ამ რეგიონის წარმომადგენლებთან და ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი გამოწვევები, ჩვენი მიღწევები მათთვის იყოს უფრო კარგად ცნობილი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, პროგრამა სამომავლო პარტნიორული ინიციატივების განვითარებასაც ემსახურება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯეი დი ვენსი: ტრამპის ისრაელელმა კრიტიკოსებმა უნდა გაიღვიძონ და შეხედონ რეალობას - ის ერთადერთი ლიდერია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტისთვის ისრაელის სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით არის განწყობილი

ჯეი დი ვენსი: ირანს რაკეტები თავდაცვისთვის სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება

ჯეი დი ვენსი: ირანს რაკეტები თავდაცვისთვის სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება

იმედი

ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან

ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან

იმედი

თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“

თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“

იმედი