მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე: საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე: საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე: საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და „შუა დერეფნის“ ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას.

„ტაჯიკეთთან ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება. ნამდვილად საქართველოს პრიორიტეტი არის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ურთიერთობების ის ნიშნული, სადაც არის ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საჭიროებს ნამდვილად განვითარებას და უფრო მეტად გაღრმავებას. ამ თვალსაზრისით არის ინტერესი ტაჯიკური მხრიდანაც“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

„ეს ვიზიტი ემსახურება სწორედ იმას, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვავითაროთ თანამშრომლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ტაჯიკეთისთვისაც იყოს კარგად ათვისებული და გამოყენებული, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია და „შუა დერეფანში“ ჩვენი ქვეყნის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს და გაზრდის“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი