მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ
მაკა ბოჭორიშვილი: თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ

იმედი|imedinews.ge

თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს ისეთივე უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია, როგორიც ამ წლების განმავლობაში ბევრი მოვისმინეთ და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - რა პოზიციებით იყო საქართველო ერევანში გამართულ სამიტზე წარმოდგენილი იმ კრიტიკის ფონზე, რომ თითქოს ჩვენი ქვეყანა შესაძლებლობებს კარგავს.

მინისტრის თქმით, დაკავშირებადობაზე საუბრისას, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს გვერდი აურო და ერევანშიც სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა.

„მარტივია: გეოგრაფია, რუკა და მნიშვნელობა ქვეყნის, როდესაც დაკავშირებადობაზე, შავი ზღვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ; შეუძლებელია არ შეხედო ქვეყანას, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, ზღვასთან მთავარი დამაკავშირებელია არაერთი ქვეყნის, ჩვენს პატარა რეგიონშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე და აქედან გამომდინარე რეგიონის მნიშვნელობაც არის გაზრდილი, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და ამის არდანახვა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ბუნებრივია ეს ყველამ კარგად იცის. მეორე საკითხია ელოდნენ თუ არ ელოდნენ, ვინ რატომ ვერ დათვალა, რომ ეს დღე შეიძლებოდა ძალიან მალე დამდგარიყო, როდესაც საქართველოს გვერდს უბრალოდ ვეღარ აუვლი და ვერ დახუჭავ თვალს მის არსებობაზე. სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა ერევანში. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაკავშირებადობაზე საუბრობენ, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი თავად იღებდა მონაწილეობას დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში, იქ რა თქმა უნდა საქართველოს პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებთან, უშუალო მეზობლებთან, რადგან მათ გარეშე ჩვენთვისაც რთულია ამ ფუნქციის შესრულება. ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ასევე შეხვედრა გვქონდა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ერევანში, არაერთი კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაქვს თურქულ მხარესთან, რომელიც ათწლეულებს ითვლის. აქედან გამომდინარე რეგიონის მნიშვნელობა დიდია, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ვხედავთ რაც ხდება ცენტრალურ აზიაში, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩაერთო ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ხსნის ჩვენი რეგიონისთვისაც. ეს დინამიური თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი და გარკვეულწილად სტაბილურობის გარანტიც უნდა იყოს, რადგან დღეს არავის უნდა სჭირდებოდეს ჩვენს რეგიონში არეულობა და არასტაბილურობა, ვინაიდან დღეს ეს პატარა რეგიონი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როდესაც გარშემო ცეცხლის ალშია გახვეული ორი დიდი რეგიონი. ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად, ამიტომაც ვიცავთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი