მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა
მამუკა მდინარაძე: ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა

მამუკა მდინარაძე: ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა

იმედი|imedinews.ge

ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა.

„ამ დღეებში მოისმენთ დაახლოებით 100-მდე ვერსიას, ხომ დარწმუნებულები ხართ? მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, რომ მართლა ჩემი გულწრფელი სურვილი იყო, რომ ამ ეტაპზე, მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, თუ დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები დავუშვათ საკუთარ გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში. აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც გვერდებიდან შემოსვლას, შემოჩოჩებას რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში, ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არ არის, ალბათ ბევრი ამაში დარწმუნებული ბრძანდებით.

რომ მეფიქრა დავუშვათ, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ასეთი ჩემს გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის, დეტალებში ჩავდივარ სპეციალურად, შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო. ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს ხოლმე საერთოდ. ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა, რაც არის. შეიძლება ამასთან გვქონდეს ამ შემთხვევაშიც საქმე, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო - ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული. ამაზე ბევრი კითხვა დაისმება და ამიტომ ვუსვამ ხაზს.

ასევე შემიძლია გითხრათ, ამის უფლებაც ავიღე, რომ გუნდის იმ ორი ლიდერის მხრიდან, ბატონი ბიძინას და ბატონი ირაკლის მხრიდან, არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე ჯობდა და არ იყო ვთქვათ, ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და დამთანხმდნენ საბოლოო ჯამში.

მე მადლიერი ვარ ამის და მე ვფიქრობ, რომ სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, პირადად ჩემთვის და უკაცრავად, რომ საკუთარ თავზე ვიფიქრე და საკუთარ ოჯახზე, ცოტა პოლიტიკოსისგან ეს შეიძლება კარგად არ ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის შეიძლება უკეთესი იყოს. ასე ვიფიქრე, სიმართლე გითხრათ, გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და  განვითარების პერსპექტივები განიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა

იმედი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას აქვეყნებს