მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა რეხვიაშვილი: საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
მამუკა რეხვიაშვილი: საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

მამუკა რეხვიაშვილი: საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა რეხვიაშვილი, ფრაქციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა. მამუკა რეხვიაშვილმა, საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდების კითხვებს პირადად უპასუხა.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ახალგაზრდული მიმართულებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.

საჯარო განხილვები, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. შეხვედრების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

,,საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მიმდინარე განხილვები ახალგაზრდებთან შეხვედრით დავასრულეთ, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობა იყო, მოგვესმინა და გაგვეზიარებინა მათი მოსაზრებები. შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო განხილვების პროცესში საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოადგინეს, შეავსეს ანკეტები და ის მიმართულებები განსაზღვრეს, რომლებიც პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული. მსგავსი ინტერაქცია გვეხმარება, ერთობლივი ძალისხმევით, უფრო მეტი და კარგი ინიციატივა განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის,” - აღნიშნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, თემატურ შეხვედრებს ყოველწლიურად მართავს. მოქალაქეებისა და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში იქნება განხილული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

იმედი

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იმედი

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“