მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარგუს ცაჰკნა: რუსეთი ომს აწარმოებს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ ნარატივებითაც - მულტფილმი „მაშა და დათვი“ კრემლის „რბილი ძალის“ ნაწილია, რომელიც საბავშვო გასართობ კონტენტში ნერგავს პროკრემლისტურ და მილიტარისტულ გზავნილებს
მარგუს ცაჰკნა: რუსეთი ომს აწარმოებს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ ნარატივებითაც - მულტფილმი „მაშა და დათვი“ კრემლის „რბილი ძალის“ ნაწილია, რომელიც საბავშვო გასართობ კონტენტში ნერგავს პროკრემლისტურ და მილიტარისტულ გზავნილებს

იმედი|imedinews.ge

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Netflix-მა შეიძინა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ კიდევ ორი სეზონის ჩვენების უფლება, ასევე გაახანგრძლივა ლიცენზია წინა სეზონებსა და სპინ-ოფებზე.

„რუსეთი ომს აწარმოებს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ ნარატივებითაც. მულტფილმი „მაშა და დათვი“ კრემლის „რბილი ძალის“ ნაწილია, რომელიც საბავშვო გასართობ კონტენტში ნერგავს პროკრემლისტურ და მილიტარისტულ გზავნილებს და, ამავდროულად, ახდენს რუსული აგრესიისა და იმპერიული ამბიციების ნორმალიზებას“, - დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში.

„მსოფლიო არასდროს შეეგუებოდა საბავშვო კონტენტს, რომელშიც ნაცისტური სიმბოლიკა დადებითადაა წარმოჩენილი. საბჭოთა სიმბოლიკა იმსახურებს ზუსტად ასეთივე მორალურ სიმკაცრეს შეფასებაში“, - დასძინა მან.

„ბევრი ხალხისთვის, მათ შორის ესტონელებისთვის, ეს სიმბოლიკა ოკუპაციას, მასობრივ მკვლელობებს, დეპორტაციებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს განასახიერებს“, - დაასკვნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

იმედი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი