მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხი: ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება
მარიამ ლაშხი: ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება

მარიამ ლაშხი: ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. მარიამ ლაშხმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიების გამართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. „ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს პროექტებში ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ და აღნიშნულ თემებზე ახალ ინიციატივებს ქმნიან. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც დემოგრაფიულ გამოწვევებზე და ოჯახის გაძლიერების საკითხებზე მუშაობს. „სულ მალე წარვადგენთ პირველად რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართული იქნება ოჯახის ხელშეწყობისკენ, ასევე სახელმწიფო პროგრამების გადახალისებისა და გაუმჯობესებისკენ. ჩვენს ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი ახალგაზრდობა, ძლიერი ოჯახები და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით სისტემური პოლიტიკა არსებობდეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მარიამ ლაშხმა პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლებისა და დიასპორის წარმომადგენელებს მადლობის სიგელები გადასცა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიკორსკიმ ზელენსკი უკრაინის ჯარის ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭების გამო გააკრიტიკა

სიკორსკიმ ზელენსკი უკრაინის ჯარის ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭების გამო გააკრიტიკა

იმედი

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი