მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარიამ ლაშხმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და კომაროვის სკოლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

„დღევანდელი დღე აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს და გვახსენებს, რომ განათლება პროგრესისა და განვითარების მთავარი საფუძველია. საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა განსაზღვრავს იმ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც უნდა იყოს აგებული საგანმანათლებლო სისტემა.

ის გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე, პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე, ინკლუზიასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. სწორედ ასეთი გარემოა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში. ჩვენი დიდი პატივისცემა იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მომავალ თაობას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

საიუბილეო ღონისძიებაზე კომაროვის სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა მოწვეულ სტუმრებს სკოლის განვითარების ისტორია გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში, კომაროვის სკოლის პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერიაBM.GE
  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი