მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ლაშხმა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„განათლების რეფორმის პროცესში კიდევ უფრო იზრდება მასწავლებლის როლი. თითოეული გაკვეთილი არის შესაძლებლობა, ბავშვს ცოდნასთან ერთად ფიქრის, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და შესაძლებლობების გამოყენების გამოცდილება მივცეთ. ამას ემსახურება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც, რომლებიც თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მასწავლებლის წვლილი საკლასო ოთახის ფარგლებს სცდება. როდესაც პედაგოგი ახალ საგანმანათლებლო რესურსს ქმნის, კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და აქტიურად ზრუნავს სკოლის განვითარებაზე, მისი შრომა მთლიანად განათლების სისტემის გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დაჯილდოებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ 100 წლის ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ 100 წლის ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა

იმედი

გიორგი ვოლსკი: გვეუბნებოდნენ, აი ასი საწარმო სად არის, სად გუგუნებს, თურმე აღმოჩნდა, რომ ასიც არის და ათასიც. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო აფინანსებს, ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, კიდევ მეტი შეიქმნება

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ

იმედი

მედია: იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა

მედია: იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა

იმედი