მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და ათწლიანი სტრატეგია, რომელიც შევიმუშავეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას აღარ დასჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი ზამთრის თვეებში
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და ათწლიანი სტრატეგია, რომელიც შევიმუშავეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას აღარ დასჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი ზამთრის თვეებში

იმედი|imedinews.ge

10 წლის თავზე დადგმული სიმძლავრე ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს 11 500 მეგავატი, ანუ ჩვენს ქვეყანას აღარ დასჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი ზამთრის თვეებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებისთვის.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და ათწლიანი სტრატეგია, რომელიც შევიმუშავეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, გულისხმობს იმას, რომ 10 წლის თავზე ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს ელექტრო გენერაციის თვალსაზრისით სრული თვითმყოფადობა. ეს ნიშნავს იმას, რომ 10 წლის თავზე დადგმული სიმძლავრე ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს 11 500 მეგავატი, ანუ ჩვენს ქვეყანას აღარ დასჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი ზამთრის თვეებში. ჩვენ გამოვიყენებთ საქართველოში გენერირებულ ელექტროენერგიას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებისთვის. ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანას გაუჩნდება დამატებით საექსპორტო შესაძლებლობები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის და ამავდროულად, თვითონ ენერგეტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი