მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია
მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია

იმედი|imedinews.ge

26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ისე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს.

მინისტრმა მოქალაქეებს ორივე მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დღეა და უმნიშვნელოვანესია თითოეული ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში ვაორგანიზებთ. საზეიმო აქტივობებში მონაწილეობს ადგილობრივი ბიზნესი. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია. გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე აქტიური ტურისტული სეზონია და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებსაც ვუმასპინძლებთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი