მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: მტკიცედ გვწამს, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ურთიერთ დაკავშირებადობისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მედეგობისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: მტკიცედ გვწამს, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ურთიერთ დაკავშირებადობისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მედეგობისთვის

მარიამ ქვრივიშვილი: მტკიცედ გვწამს, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ურთიერთ დაკავშირებადობისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მედეგობისთვის

იმედი|imedinews.ge

ჩვენი მთავრობა კვლავაც პრიორიტეტად მიიჩნევს ჰიდროენერგეტიკის გაფართოებას, ამასთანავე აჩქარებს ინვესტიციებს ქარისა და მზის ენერგიაში გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მიმზიდველი მარეგულირებელი ჩარჩოს მეშვეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლების მიზანია მნიშვნელოვნად გაზარდოს შიდა განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება, გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება და შექმნას დამატებითი შესაძლებლობები რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზრებზე სუფთა ელექტროენერგიის მიწოდებისთვის.

„მტკიცედ გვწამს, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ურთიერთ დაკავშირებადობისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მედეგობისთვის. ის ასევე ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას უფრო მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლის მშენებლობის მიმართ.

საქართველო მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წინ წასაწევად და ჩვენი ოთხმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი