მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე
მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე

იმედი|imedinews.ge

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთილდღეობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სადღესასწაულო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, 26 მაისი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის სიმბოლოა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ასევე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე. 26 მაისი თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვახსენებს ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის მნიშვნელობას. მინდა, ჩვენს სამშობლოს ვუსურვო ეკონომიკური სიძლიერე, მტკიცე თავისუფლება და ერთიანობა.

მიმაჩნია, რომ წელს განსაკუთრებული წელია, რადგან ორმაგ დღესასწაულს აღვნიშნავთ - ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. მინდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივულოცო ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი და კიდევ ერთხელ ვუსურვო თითოეულ მათგანს თავისუფალ, ერთიან და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი