მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის სტრატეგიული მონაწილეა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის სტრატეგიული მონაწილეა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის სტრატეგიული მონაწილეა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის სტრატეგიული მონაწილის როლზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარების პროცესში. „ჩვენს ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, გაზისა და ელექტროენერგიის მიმართულებით. ეს აძლიერებს სამივე ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს და წვლილი შეაქვს ასევე სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ენერგეტიკული ტრანზიტის საკვანძო რგოლს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს კასპიის რეგიონის დაკავშირებადობას თურქეთთან და ევროპის ბაზრებთან. სწორედ საქართველოზე გადის არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი - სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილმა სამიტის ფარგლებში ჩატარებული ენერგეტიკის მინისტრების სესიის მონაწილეებს სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის გავლით ტრანზიტის მოცულობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა, რომ ის ყოველწლიურად, სტაბილურად იზრდება. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის წლიური ტრანსპორტირების მოცულობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბაქო-სუფსის მილსადენის სტრატეგიულ და კომერციულ პოტენციალს. „ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკულ სექტორში რეგიონული პოზიციების გამყარების მიმართულებით და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, ზოგადად დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი, მეტიც, განუყოფელი ნაწილია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნორებთან - თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართულებით“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება