მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში

იმედი|imedinews.ge

„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.

„ანაკლია საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ტვირთბრუნვის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის სიმბოლოა. ეს არის შესაძლებლობა, გაჩნდეს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი დიდი გემები, რომლებსაც ქართველი მეზღვაურები წარუძღვებიან მსოფლიოს ოკეანეებში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის პროცესში, მათ შორის მის როლზე შუა დერეფნის მარშრუტში.

„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.

„თქვენი შრომა და პასუხისმგებლობა აძლიერებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებაში და ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი