მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
მარიამ ქვრივიშვილი: შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

მარიამ ქვრივიშვილი: შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

იმედი|imedinews.ge

„საქართველო პირველად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შანხაიში იმართება. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად უპრეცედენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შანხაიში მიმდინარე „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებს.

„ღონისძიების ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ადგილზე გავცნობოდით იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც ადგილობრივ, ისევე როგორც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და როგორ ხდება მისი გამოყენება, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ეკონომიკაში“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შანხაიში შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობას მიიღებენ „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაში“.

„სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი