მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის
მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის

მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის

იმედი|imedinews.ge

ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ ფარგლებში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც, მისი განცხადებით, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება აჩქარდეს.

„შეხვედრებისას დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასაც“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის. ყურადღება გამახვილდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროექტები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის მიმართულებით.

„მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ღირებულების მქონეა, რადგან საქართველოს გავლით ისინი მათ საექსპორტო ქვეყნებს დაუკავშირდებიან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტუსკი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევაზე: პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს

დონალდ ტუსკი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევაზე: პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს

იმედი

უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა

უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა

იმედი

The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა

The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა

იმედი

ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 65 წლის იუბილე აღინიშნა

ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 65 წლის იუბილე აღინიშნა

იმედი