მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განვითარება, იქნება ეს საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განვითარება, იქნება ეს საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის

მარიამ ქვრივიშვილი: ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განვითარება, იქნება ეს საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის

იმედი|imedinews.ge

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტრანსპორტის სექტორის განვითარებას და ტრანსპორტის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი გახლავთ საპორტო ინფრასტრუქტურა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, მთავრობა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს პორტის ოპერატორებთან.

„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ოპერირებად პორტებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და იმაში, რომ მათ შეძლონ უფრო მეტი ტვირთის მიღება და დამუშავება. სწორედ აქედან გამომდინარე ვიმყოფებოდით ბათუმის პორტში, სადაც მოვინახულეთ არსებული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შეხვედრა შედგა პორტის ოპერატორებთან.

„განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ყველა პორტის ოპერატორი ადასტურებს, რომ ფაქტობრივად რეკორდულია ტვირთბრუნვა - ამ შემთხვევაში ბათუმის პორტში. გაზრდილია ტვირთბრუნვა ყველა ტვირთის კატეგორიაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი. საქართველომ გაზარდა მისი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო არეალზე. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შუა დერეფნის კონტექსტში და ამდენად, რა თქმა უნდა, თანმიმდევრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ეს იქნება საპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო თუ საგზაო, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის და ზოგადად იმისთვის, რომ სატრანსპორტო სექტორმა განაგრძოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი