მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს

იმედი|imedinews.ge

2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

როგორც მინისტრმა თქვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის მისი ოპერატორი 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც გააორმაგებს გამტარუნარიანობას.

„მიმდინარე პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი პარტნიორი, ოპერატორი კომპანია განახორციელებს დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას იმისათვის, რომ არსებული 5-მილიონიანი მგზავრთნაკადის გამტარობის ტერმინალი გაფართოვდეს, გაორმაგდეს და მიაღწიოს 10 მილიონ მგზავრს. 2032 წლამდეა მნიშვნელოვანი ამ გამტარობის უზრუნველყოფა, რადგან 2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირების სრულ გადატანას ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში. ვაზიანის პროექტი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სტრატეგიული ახალი პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის. ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისთვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რისთვისაც ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, პირველ რიგში, ჩავატარეთ კვლევები, შევადგინეთ ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად და სხვა მნიშვნელოვანი საავიაციო და ტექნიკურ-საინჟინრო კვლევები, რომლებმაც სახელმწიფოს მიაღებინა ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვაზიანის აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს. იმდენად სწრაფად პროგრესირებს ამ პროექტზე მუშაობა“, - აღნიშნა მინისტრმა,

გადაცემაში სტუმრობისას მარიამ ქვრივიშვილმა შიდა აეროპორტებზე გაამახვილა ყურადღება.

„სრულიად ახალ შიდა აეროპორტს ავაშენებთ თელავში, რომელსაც ექნება დიდი გავლენა და დიდი დატვირთვა ზოგადად კახეთის რეგიონის განვითარებისთვის - განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორის კუთხით. მეორე მხრივ, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი მესტიაში სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე. ამ ორ პროექტს ძალიან ელოდებოდა კახეთი, ისევე როგორც სვანეთი. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ახალი შენამატი ჩვენი შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან

შალვა პაპუაშვილი დემოგრაფიულ გამოწვევებზე: სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას თუ სხვა ქვეყანას, რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

იმედი