მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან
მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან

იმედი|imedinews.ge

„აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ სექტორში გვაქვს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში გამართული შეხვედრების შემდეგ, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, არსებობს შესაძლებლობები, რომ სინგაპურიდან დამატებითი ინვესტიციები იქნეს მოზიდული.

„შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან. ამავდროულად, გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, ისევე როგორც საფინანსო სექტორში. განსაკუთრებით მისასალმებელია ალბათ ჩანგის აეროპორტის ინტერესი საქართველოსადმი. აღინიშნა, რომ საქართველოს გამორჩეული ზრდის დინამიკა აქვს უშუალოდ ავიაციის სექტორში და მგზავრთნაკადისა და ტურიზმის სექტორის ზრდამ ზუსტად რომ განაპირობა მათი ინტერესი საქართველოსადმი“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი

ივანე აბაშიძე: საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მთავარი საკითხი იქნება

ზურაბ პატარაძე: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი