მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს
მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს

მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს

იმედი|imedinews.ge

ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ობიექტი პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იქმნება ხელსაყრელი პირობები, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს.

„ვქმნით კონკურენტულ ბიზნესგარემოს, ვაძლიერებთ ადამიანურ კაპიტალს, ხელს ვუწყობთ სტარტაპებს, ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მის ხელმძღვანელს, მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც აღნიშნულ მიმართულებას კურირებს, პროექტში ჩართულ ყველა უწყებას, სპეციალისტს, მშენებელს, ინჟინერსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ხვალინდელი დღიდან მზად ვართ ამ სივრცეში ვუმასპინძლოთ ყველა ადამიანს, ადგილობრივ მოსახლეობას, სტუდენტებს, მოსწავლეებს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს