მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა და მაგისტრალები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს
მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა და მაგისტრალები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს

მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა და მაგისტრალები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს

იმედი|imedinews.ge

ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულ და მკაფიო პოლიტიკას ატარებს, რომლის ფარგლებშიც ვქმნით სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას, სადაც პორტები, რკინიგზა, საერთაშორისო ავტომაგისტრალები და ლოგისტიკური ცენტრები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, ნავსადგურის განვითარების პროექტის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, სწორედ ამ ხედვის ნაწილია როგორც ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარება, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის განვითარება.

„დღევანდელი ინვესტიცია ნიშნავს მეტ ტვირთს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ აქტივობასა და საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ პოზიციას რეგიონულ და გლობალურ ვაჭრობაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი აშშ დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი. პროექტის განვითარების მეორე ეტაპზე კი დამატებით, 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი