მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკო რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე: პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს
მარკო რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე: პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს

მარკო რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე: პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს

იმედი|imedinews.ge

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უმასპინძლა შეერთებული შტატების მინისტერიალს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების თემაზე.

თავის გამოსვლაში რუბიომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ „ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს“.

„ეს არის გამოკვეთილი და განსაკუთრებული ბოროტება. იგი ყოველთვის, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზაციისადმი სიძულვილით იკვებებოდა. ეს არის უღირსთა აჯანყება ღირსეულთა წინააღმდეგ, სუსტებისა და მშიშრების ბრძოლა ძლიერთა და კეთილშობილთა წინააღმდეგ. მას ისინი სჩადიან, ვისაც ვერაფრის შექმნა და შენება შეუძლია, ვინც უუნაროა, დიდ მიზნებს მიაღწიოს - ისინი საკუთარი არშემდგარობის გამო შურს იძიებენ და ცდილობენ, გაანადგურონ ყველანი, ვინც ამის უნარს ფლობს. აი, რა არის რადიკალური მემარცხენე ექსტრემიზმი“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

„ძალადობითა და ტერორით ისინი კვლავ ცდილობენ, თავს მოგვახვიონ თავიანთი სისაძაგლე. ძველი დოგმა მცდარი იყო: ეს ყველაფერი არავითარ „იდეალიზმს“ არ ეფუძნება. ეს არ არის „უტოპია“ - პირიქით. ხშირად გაიგონებთ კრიტიკულ შენიშვნას კომუნიზმის მისამართით: „თეორიულად კარგად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში არასდროს მუშაობსო“. თუმცა ეს სიმართლე არ არის. ის არც თეორიულად ჟღერს კარგად. სამყარო, რომელსაც ის გვთავაზობს, არის ვიწრო, ერთფეროვანი და უფერული, მოკლებული ყოველგვარ გამორჩეულობასა და ყველაფერ იმას, რაც ადამიანის სულში კეთილი და კეთილშობილურია. ეს არის სამყარო სიმამაცის, შემოქმედებისა და ამბიციების გარეშე; გმირების, დიდებისა და იმ დიდ მიზნების გარეშე, რომელთაკენაც ადამიანი უნდა ისწრაფოდეს. სამყარო სასწაულების გარეშე, მითების გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ბრბოსგან გამორჩეულნი, წარმოუდგენელ და დიდებულ საქმეებს აღასრულებენ. სამყარო ღმერთის გარეშე“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, „რევოლუციური ძალადობის ამ არქიტექტორებისთვის ჩვენი ცივილიზაციის დიდებული მონაპოვარი აუტანელი დამცირებაა. სწორედ ამიტომ ირჩევენ ისინი ნგრევას. ისინი უტევენ მილსადენებს, რკინიგზებს, ლაბორატორიებსა და ენერგოსისტემებს - ძალაუფლების, პროგრესისა და ადამიანური მიღწევების ფიზიკურ, ხელშესახებ სიმბოლოებს“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუბიო 2020 წლის საპროტესტო აქციებზე აშშ-ში: ალბათ ყველას გახსოვთ ეს, გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს წამყვანი დგას ცეცხლის ალში გახვეულ უბანში, ხოლო ეკრანის ქვედა ზოლზე წარწერა ამბობს, რომ პროტესტი „ძირითადად მშვიდობიანია“ - ეს იყო რაღაც ორმაგ სტანდარტზე უარესი, ეს ეპოქა უნდა დასრულდეს

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით მინისტერიალის დაწყებამდე გადაღებულ ერთობლივ ფოტოზე

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით მინისტერიალის დაწყებამდე გადაღებულ ერთობლივ ფოტოზე

იმედი

რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილი მინისტერიალის მონაწილეებს: აქ იმიტომ იმყოფებით, რომ თქვენს ქუჩებში პოლიტიკურ ლიდერებს თავს ესხმიან და ესვრიან - იმიტომ, რომ თქვენი ბიზნესები ააფეთქეს, რკინიგზაზე საბოტაჟი განახორციელეს, პოლიციელებს კი სასტიკად გაუსწორდნენ და დაწვეს

POLITICO: ევროკომისია ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულოს საკანონმდებლო პროცესი ლობირების სფეროს რეფორმირების კუთხით, მათ შორის ლობისტთა სავალდებულო საჯარო რეესტრის შემოღების გზით