მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის
მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელაში დახმარებას აგზავნის.

„შეერთებული შტატები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვენესუელის ხალხის მიმართ დამანგრეველი მიწისძვრების გამო. ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, დაშავებულებთან და მამაც მაშველებთან, რომლებიც სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაუღალავად შრომობენ. ამ მძიმე პერიოდში ამერიკა ვენესუელის ხალხის გვერდით დგას. პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დაუყოვნებლივ აგზავნის ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას“, - დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, ვენესუელაში, კარაკასთან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 ადამიანი, თუმცა აშშ-ის გეოლოგიური სამსახური არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვმა 10 000 გადააჭარბოს.

The United States extends our deepest condolences to the people of Venezuela following the devastating earthquakes. Our hearts are with all those who have lost loved ones, those injured, and the courageous rescue workers working tirelessly in the aftermath. America stands… — Secretary Marco Rubio (@SecRubio) June 25, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი