მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

„სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაა, რასაც გეგმიურად, თანმიმდევრულად ვახორციელებთ. მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ არაერთი მნიშვნელოვანი კაპიტალური პროექტი განახორციელა, რომელთა მიზანია სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტაბილური წყალმომარაგება. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ქეშალოს სატუმბი სადგურის აღდგენას მოიცავდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა სატუმბი სადგური - დაემატა ტუმბოები, კოროზირებული მილსადენები ახალი მილსადენებით შეიცვალა, მოეწყო წყალმიმღები ნაგებობა, დამონტაჟდა ახალი ურდულები და განათების სისტემა“, - განაცხადა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა.

განხორციელებული სამუშაოები სატუმბი სადგურის საიმედო და უწყვეტ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი