მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს
მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს

იმედი|imedinews.ge

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან და განმარტავს: მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქ. ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც 7 მოკვდა, მათ შორის, 3 ძაღლს ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დაუდასტურდა, ხოლო 4-ის სიკვდილის მიზეზი თანმდევი დაავადებები გახდა.

„2026 წლის 18 მაისის მდგომარეობით, თავშესაფარში იმყოფება 44 ძაღლი. ისინი მოთავსებული არიან შესაბამისი პირობების მქონე იზოლირებულ ვოლიერებში, უზრუნველყოფილი არიან სასმელი წყლით და საკვებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებს ოფიციალურად გამოუჩნდება მზრუნველობის ქვეშ აყვანის (მფლობელობა, მიკედლება) მსურველი, ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით მასზე წესდება 6-თვიანი ზედამხედველობა. აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ცხოველთა მოყვარულებთან, რათა საკითხი კანონმდებლობის ფარგლებში არსებული წესების დაცვით გადაწყდეს. თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების აყვანის მსურველებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ მუნიციპალურ თავშესაფარს ან სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ძაღლების აყვანა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს: ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას 6 თვის განმავლობაში (დაავადების ინკუბაციური პერიოდი). აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო განახორციელებს ძაღლების რეგულარულ და მკაცრ კონტროლს. დადგენილებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ცხოველებზე ზედამხედველობა წყდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი