
მასკმა პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
იმედი|imedinews.ge
ილონ მასკმა პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მან პარტიის ლიდერის, ალის ვაიდელის პოსტს უპასუხა, რომელიც პარტიის ადგილობრივ ლიდერს, ულრიხ ზიგმუნდს ულოცავდა.
„ყოჩაღ“! - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში. მის კომენტარს ზიგმუნდი გამოეხმაურა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მათ ამომრჩეველთა ხმების 43,8% მიიღეს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge