მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრის ძირითად თემას საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის გამოცდები წარმოადგენდა. მონაწილეებმა ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.

საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისადმი მიძღვნილ შეხვედრას ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი ირინე ჟვანია და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ხათუნა მხეიძე უძღვებოდნენ.ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის შესახებ მონაწილეებს ესაუბრა ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტების მიმართულების კოორდინატორი რუსუდან მარკოზაშვილი.

შეხვედრები Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ცენტრის ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება და სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა. მომდევნო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი