მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მდინარაძე: მტკიცებულებაც კი არ არის, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, რომ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა
მდინარაძე: მტკიცებულებაც კი არ არის, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, რომ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა

იმედი|imedinews.ge

არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ვიცე-პრემიერის თქმით, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა.

„სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულების არქონის შემთხვევაშიც კი, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ვინმეზე გავიდეს, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი, მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა. ამ საქმეში რომ იყოს დამკვეთი და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, არ შევიკავებდით თავს. ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში ამისი პრაქტიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო და როცა დანაშაულია სახეზე, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ რაიმეს ვერიდებით.

აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას გაჰყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, პიარ-კამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს, ამაზე მტკიცებულებებიც მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, პირობითად, არ იქნებოდა ერთი დაზარალებული ჟურნალისტი. ჩვენ მივყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ-კამპანიას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი