მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება

მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.

დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ ადგილზე დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 4 დღის განმავლობაში დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, არსებული ხიდის სრული რეაბილიტაციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც ხიდზე პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები.

ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

მძღოლებს შექმნილი დროებითი შეზღუდვის გამო ბოდიშს ვუხდით და გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაზიანებული მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა მოძრაობა სრულად უმოკლეს ვადაში აღდგეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი