მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: ავიაკომპანია Fly Dubai ინციდენტის შემდეგ ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
მედია: ავიაკომპანია Fly Dubai ინციდენტის შემდეგ ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

მედია: ავიაკომპანია Fly Dubai ინციდენტის შემდეგ ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

იმედი|imedinews.ge

ავიაკომპანია Fly Dubai ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ყველა რეისს დროებით აჩერებს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი თვითმფრინავის მეორე პილოტის მიერ ლაინერის ჩამოგდების მცდელობის გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს, იუწყება ისრაელური მედია.

„ფრენების დროებით შეჩერება შესაბამის უწყებებს საშუალებას მისცემს, გამოძიება გააგრძელონ და მომხდართან დაკავშირებული ყველა გარემოება დაადგინონ“, - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ავიაკომპანია სრულად უჭერს მხარს მიმდინარე გამოძიებას და მთელი თავისი მარშრუტების ქსელში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უწყებებთან, მარეგულირებელ ორგანოებსა და აეროპორტების წარმომადგენლებთან. ფრენების შეჩერების საკითხს დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად გადავხედავთ“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გუშინ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენისას თვითმფრინავმა ჯერ საერთაშორისო საგანგებო სიგნალი (კოდი 7700), მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო ჩარევას ნიშნავს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

იმედი

საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს

საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს

იმედი

კახა კალაძე: 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე

ნინო წილოსანი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: თითქოს ნორმად აქციეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ ათას სიცრუესა და სიბინძურეს ავრცელებენ, თან მათ სტილში, სასაცილოდ და უგემოვნოდ დადგმული სცენებით