
მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ
იმედი|imedinews.ge
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ. ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და ქვეყნის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ.
ორივესთვის ეს უკრაინაში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც მათ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე დაიწყეს მუშაობა, - აღნიშნავს „ევროპეისკა პრავდა“.
ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. თეთრ სახლში ამ მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ უწოდეს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge