
მედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა, რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ
მაროკოს ხელისუფლებამ ათობით მიგრანტი შეაჩერა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში გადასვლას ცდილობდნენ. მედია მაროკოს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ ფნიდაკის გარეუბანში, საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 111 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც სუბსაჰარული აფრიკიდან იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოს პოლიციამ ახლომდებარე ბორცვებზე შეკრებილი მიგრანტთა ჯგუფების დაშლისთვის ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
2 კვირის წინ, ექსკლავში რამდენიმე საათში ზღვით დაახლოებით 78 000 მიგრანტი ჩავიდა - ქალაქის მერის თქმით, მათგან 100 დაიღუპა, უმრავლესობა კი მაროკოში დაბრუნდა.
ამ კვირის დასაწყისში მაროკოს მთავრობამ განაცხადა, რომ აკვირდებოდა „უცნობი წარმოშობის სოციალური ქსელების პოსტებისა და შეტყობინებების გავრცელებას“, რომლებიც შაბათს მასობრივი გადაკვეთისკენ მოუწოდებდა და გააფრთხილა, რომ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პასუხისგებაში მისცემდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge